ENG

პროფილის რედაქტირება

მომსახურების წესები და პირობები

1. შპს “რაპიდო” ს/კ 405213567 შემდგომში “პრესტო” წარმოადგენს პრესტოს ოფიციალურ წარმომადგენლობას ამიერ კავკასიაში და მოქმედებს პრესტოს სამარკო ნიშნის ქვეშ.

2. პრესტო მოხარულია გაგიწიოთ რეცხვისა და წმედის სერვისი ქვემოთ მოყვანილი პირობების შესაბამისად. პრესტოს სერვისების სარგებლობისას მომხმარებელი ეთანხმება ქვემოთ მოყვანილ წესებსა და პირობებს ხოლო პრესტოსა და მომხმარებელს შორის შეთანხმება ეხება მხოლოდ მათ და არ წარმოადგენს მესამე მხარის განხილვის საგანს.

3. პრესტო შეძლებისდაგვარად შეეცდება მიაწოდოს თავის მომხმარებელს მაღალი ხარისხის სერვის. პრესტო არ იღებს პასუხისმგებლობას ზარალზე რომელიც მიადგა ნივთს თანდართული ინსტრუქციის (იარლიყის) მიხედვით რეცხვის დროს, რომელშიც მითითებული იყო ამ ნივთის გარეცხვის წესი. თუ ნივთი დაზიანდა იმის გამო რომ მას არ ქონდა მითითებული რეცხვის ინსტრუქცია იარლიყზე ამ შემთხვევაში პრესტო არ აგებს პასუხს ამ ნივთის დაზიანებაზე. პრესტო იტოვებს უფლებას უარი თქვას ნივთის გარეცხვა-გაწმენდაზე და არ იძლევა გარანტიას ლაქების ამოყვანაზე. პრესტო არ არის პასუხისმგებელი დაკარგვაზე ან დაზიანებაზე ისეთი ნივთებისა რომლებიც შესაძლებელია ყოფილიყო გასარეცხი ნივთების ჯიბეებში (მაგ: ფული, სამკაული ან სხვა).

4. იმ იშვიათი შემთხვევებში როდესაც პრესტო დაკარგავს ან დააზიანებს მიღებულ ნივთს პრესტო აანაზღაურებს ზარალს, რომელიც დაითვლება შემდეგი წესით: ახალი იდენტური ნივთის ღირებულებას გამოკლებული ნივთის ცვეთის კანონით დადგენილი წესი. თუმცა მიღებული თანხა არ უნდა აღემატებოდეს ნივთის წმენდისას გადახდილი სერვისის ღირებულების ხუთმაგ ოდენობას.

5. პრესტო არ არის პასუხისმგებელი აანაზღაუროს დაზიანებული ნივთის ზარალი თუ დაზიანება გამოწვეულია: ჩრჩილის, ან სხვა მწერის, ხანძრის, წყალდიდობის ან სხვა მიზეზის გამო რომლზედაც პრესტოს არ ქონდა კონტროლი.

6. პრესტო უფლებამოსილია გაასხვისოს ან გაყიდოს საქველმოქმედო მიზნებისთვის ისეთი ნივთები რომლებიც მომხმარებელმა დატოვა და არ წაიღო ბილეთში მითითებული თარიღიდან 6 კვირის მანძილზე.

7. მომხმარებელი ვალდებულია შეამოწმოს მიღებული ნივთი პრესტოს მაღაზიაში. თუ ნივთმა დატოვა მაღაზია მომხმარებლის მხრიდან არ მიიღება არანაირი პრეტენზია.

8. პრესტოს პასუხისმგებლობა იფარგლება ნივთის სერვისის ღირებულების (რომელიც მომხმარებელმა გადაიხადა ამ კონკრეტული ნივთის გარეცხვა-გაწმენდის მომსახურეობაში) ხუთმაგი ოდენობით. არცერთ შემთხვევაში პრესტო არ არის პასუხისმგებელი პირდაპირი, თუ არაპირდაპირი ზარალის შემთხვევაში მიუხედავად იმის იცოდა, არ იცოდა თუ უნდა ცოდნოდა მას ამის შესახებ.

9. ყველა დავა პრესტოსა და მის მომხმარებლებს შორის უნდა განიხილოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

10. მომსახურების ფასი მოცემულია ეროვნულ ვალუტაში და ანგარიშსწორება ხდება ეროვნული ვალუტით. ჩვენ ვიტოვებთ ფასის ცვლილების უფლებას. ფასის ცვლილება არ შეეხება იმ მომსახურებას, რომელზეც ჩვენ ამ პირობების მიხედვით უკვე მიღებული გვაქვს შეკვეთა. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მომსახურების ღირებულება გადაიხადოთ საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით. პლასტიკური ბარათის მფლობელმა უნდა შეინახოს გადახდის შემთხვევაში მიღებული ჩეკი. 

11.უსაფრთხოება და კონფიდენციალობა

სისტემაში რეგისტრაციის დროს, აგრეთვე შეკვეთის გაფორმებისას მითითებული ყველა ინფორმაცია და მონაცემი საიმედოდ არის დაცული ჩვენი სისტემის მიერ და არასდროს განხორციელდება თქვენი თანხმობის გარეშე მათი გაზიარება ან სხვა მიზნით გამოყენება.  ჩვენი მაღაზიის სისტემა არ ინახავს არანაირ ანგარიშსწორებისა და საკრედიტო ბარათების ინფორმაციას. 

12. შეკვეთა

შეკვეთის განხორციელება ხდება ონლაინ მაღაზიის საშუალებით. შეკვეთა შესრულება დაიწყება მხოლოდ ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემდეგ. როდესაც განახორციელებთ შეკვეთას, თქვენ მიიღებთ ავტომატურ დასტურს.  ფასები საიტზე მოცემულია ლარებში დღგ-ს ჩათვლით შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში თანხა დაგიბრუნდებათ ათ სამუსაო დღეში.

 13. მიტანის ვადა

მიტანის ვადა დამოკიდებულია ჩაბარებულ ნივთზე და არჩეულ სერვისზე. ჩვენ შევეცდებით დაგიბრუნოთ შეკვეთა საშუალოდ 72 საათის განმავლობაში, თუმცა აღნიშნული ვადა შეიძლება გაიზარდოს, რაზეც გაცნობებთ შეკვეთის გაფომრებიდან 48 საათის განმავლობაში.

14. ფორს-მაჟორი

შეთანხმებაში მონაწილე მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი ამ შეთანხმების პირობების შესრულებაზე იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია ისეთ ფორს-მაჟორული გარემოებით, რომლის დროსაც მხარეთათვის მათი შესრულება შეუძლებელი ხდება.

ფორს-მაჟორულ გარემოებაში იგულისხმება ომი, სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდონა, მეწყერი, ხანძარი), ეპიდემია. 

შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადები შესაბამისად გადაიწევს ფორს-მაჟორული გარემოებების მოქმედების ვადის მიხედვით.

ამ დროს მხარე პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება მხოლოდ ფორს-მაჟორული გარემოების არსებობის პერიოდში. 

ეს ვალდებულებები დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს ფორს-მაჟორული გარემოებების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ.