Deprecated: __autoload() is deprecated, use spl_autoload_register() instead in /home/presstog/domains/pressto.ge/public_html/Core/Loader.php on line 103
Pressto
ENG

პროფილის რედაქტირება

დაგავიწყდათ?
არ გაქვთ აქაუნთი? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენა

უკან დაბრუნება? ავტორიზაცია

რეგისტრაცია

მე ვეთანხმები საიტის წესებს
უკან დაბრუნება? ავტორიზაცია

საიტის წესები

1. შპს “რაპიდო” ს/კ 405213567 შემდგომში “პრესტო” წარმოადგენს პრესტოს ოფიციალურ წარმომადგენლობას ამიერ კავკასიაში და მოქმედებს პრესტოს სამარკო ნიშნის ქვეშ.

2. პრესტო მოხარულია გაგიწიოთ რეცხვისა და წმედის სერვისი ქვემოთ მოყვანილი პირობების შესაბამისად. პრესტოს სერვისების სარგებლობისას მომხმარებელი ეთანხმება ქვემოთ მოყვანილ წესებსა და პირობებს ხოლო პრესტოსა და მომხმარებელს შორის შეთანხმება ეხება მხოლოდ მათ და არ წარმოადგენს მესამე მხარის განხილვის საგანს.

3. პრესტო შეძლებისდაგვარად შეეცდება მიაწოდოს თავის მომხმარებელს მაღალი ხარისხის სერვის. პრესტო არ იღებს პასუხისმგებლობას ზარალზე რომელიც მიადგა ნივთს თანდართული ინსტრუქციის (იარლიყის) მიხედვით რეცხვის დროს, რომელშიც მითითებული იყო ამ ნივთის გარეცხვის წესი. თუ ნივთი დაზიანდა იმის გამო რომ მას არ ქონდა მითითებული რეცხვის ინსტრუქცია იარლიყზე ამ შემთხვევაში პრესტო არ აგებს პასუხს ამ ნივთის დაზიანებაზე. პრესტო იტოვებს უფლებას უარი თქვას ნივთის გარეცხვა-გაწმენდაზე და არ იძლევა გარანტიას ლაქების ამოყვანაზე. პრესტო არ არის პასუხისმგებელი დაკარგვაზე ან დაზიანებაზე ისეთი ნივთებისა რომლებიც შესაძლებელია ყოფილიყო გასარეცხი ნივთების ჯიბეებში (მაგ: ფული, სამკაული ან სხვა).

4. იმ იშვიათი შემთხვევებში როდესაც პრესტო დაკარგავს ან დააზიანებს მიღებულ ნივთს პრესტო აანაზღაურებს ზარალს, რომელიც დაითვლება შემდეგი წესით: ახალი იდენტური ნივთის ღირებულებას გამოკლებული ნივთის ცვეთის კანონით დადგენილი წესი. თუმცა მიღებული თანხა არ უნდა აღემატებოდეს ნივთის წმენდისას გადახდილი სერვისის ღირებულების ათმაგ ოდენობას.

5. პრესტო არ არის პასუხისმგებელი აანაზღაუროს დაზიანებული ნივთის ზარალი თუ დაზიანება გამოწვეულია: ჩრჩილის, ან სხვა მწერის, ხანძრის, წყალდიდობის ან სხვა მიზეზის გამო რომლზედაც პრესტოს არ ქონდა კონტროლი.

6. პრესტო უფლებამოსილია გაასხვისოს ან გაყიდოს საქველმოქმედო მიზნებისთვის ისეთი ნივთები რომლებიც მომხმარებელმა დატოვა და არ წაიღო ბილეთში მითითებული თარიღიდან 6 კვირის მანძილზე.

7. მომხმარებელი ვალდებულია შეამოწმოს მიღებული ნივთი პრესტოს მაღაზიაში. თუ ნივთმა დატოვა მარაზია მომხმარებლის მხრიდან არ მიიღება არანაირი პრეტენზია.

8. პრესტოს პასუხისმგებლობა იფარგლება ნივთის სერვისის ღირებულების (რომელიც მომხმარებელმა გადაიხადა ამ კონკრეტული ნივთის გარეცხვა-გაწმენდის მომსახურეობაში) ათმაგი ოდენობით. არცერთ შემთხვევაში პრესტო არ არის პასუხისმგებელი პირდაპირი, თუ არაპირდაპირი ზარალის შემთხვევაში მიუხედავად იმის აცოდა, არ იცოდა თუ უნდა ცოდნოდა მას ამის შესახებ.

9. ყველა დავა პრესტოსა და მის მომხმარებლებს შორის უნდა განიხილოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

10. მომსახურების ფასი მოცემულია ეროვნულ ვალუტაში და ანგარიშსწორება ხდება ეროვნული ვალუტით. ჩვენ ვიტოვებთ ფასის ცვლილების უფლებას. ფასის ცვლილება არ შეეხება იმ მომსახურებას, რომელზეც ჩვენ ამ პირობების მიხედვით უკვე მიღებული გვაქვს შეკვეთა. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მომსახურების ღირებულება გადაიხადოთ საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით. პლასტიკური ბარათის მფლობელმა უნდა შეინახოს გადახდის შემთხვევაში მიღებული ჩეკი.

უკან დაბრუნება?
კონტაქტი